fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანა დოლიძე ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს

14:30 March 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
928
ნახვა

„გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ,“ – მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა და ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთი წლის გახდა. ამ ერთი წლის განმავლობაშიც კი, როდესაც პანდემიამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ჩვენ ერთად შევეჯახეთ და გადავწყვიტეთ ხალხისთვის ბევრი მტკივნეული საკითხი: დაწყებული აზარტული თამაშების პეტიციაზე ათი ათასი ხელმოწერით, რომელიც გარე რეკლამის მოხსნის და ამ თემაზე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყეტის საფუძველი გახდა, დასრულებული წყლის უფლებისთვის ბრძოლით, რა დროსაც მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე წნეხით, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, მაგ: სამგორის რაიონში. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 2020 საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ არსებობს სახალხო დაკვეთა დამოუკიდებელ და მებრძოლ ხმაზე ქართულ პოლიტიკაში.

ამ ერთმა წელმა კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. კორუფცია, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, კრონიზმი, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური მიკერძოებულობა შიგნიდან ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამავე დროს, პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის მომავალი პერსპექტივის ამოცანები. ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის განვითარების გეგმას ვერ სთავაზობს, პოლარიზება მეხამრიდის როლს თამაშობს. ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა მთლიანად დარჩა მთავარი: ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის და მისი სწრაფი მოდერნიზების ამოცანა.
ასეთ ვითარებაში, ფაქტია, დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.

ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ.”, – აღნიშნულია ანა დოლიძის მიმართვის ტექსტში.

თეგები: ანა დოლიძეპარტია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

August 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

July 2, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია