პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
ანა დოლიძის თქმით, ეს არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა.
ვაკეში, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით, მაჟორიტარ კანდიდატად იბრძოლებს, პარტიის სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი – ბიზნესმენი, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ დამფუძნებელი.
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატია ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – „საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი; ფერმერული რძის პროდუქტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი.
ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატია – სერგო ლომიძე – ეკონომისტი და იურისტი. საქმიანობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატია – ნინო წულაძე – ჯიპას საერთაშორისო სამართლის მაგისტრანტი. ლიეტუვას მთავრობის სტიპენდიანტი, პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია – თამარ ჭიჭინაძე – ექიმი თერაპევტი, აქვს მიუნხენის და ობერკოხენის ორთოკინეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების კვალიფიკაცია;
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატია – ნინო ქოქოსაძე – ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი, ადამიანური რესურსების მენეჯერი;
ისანის მაჟორიტარობის კანდიდატია – კობა კობახიძე – იურისტი, სამართლის ექსპერტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი;
კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატია – მაია კეკუა – ექიმი, კლინიკა ,,ულტრასონდის“ დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატია – მიხალის ირემაძე – იურისტი, მწერალი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი;
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატია – ირაკლი თედორაძე – იურისტი, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის მმართველი, პარტნიორი ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.











