ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს განცხადებით, ქალაქის ყველა უბანში თითო ქუჩას „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“-ს უწოდებენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„ქუჩის სახელიდან გამომდინარე, ნათელი იქნება, რომ ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენმა ქალაქმა და ერმა ძალიან ღრმად უნდა შეიგრძნოს“,- განაცხადა ბლასიომ.
ერთ-ერთი ასეთი ქუჩა ქალაქის მერიასთან იქნება.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობდა მოჰყვა. აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.
ჰიუსტონის მერმა 9 ივნისი ფლოიდის დღედ გამოაცხადა.











