“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების პროცესში კომპრომისისთვის მზადაა.
ბეჟაშვილის თქმით, დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა.
„მოლაპარაკების პროცესი თავისთავად გულისხმობს გარკვეულ დათმობებზე წასვლას. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წინაპირობები ამ დათმობაზე წასვლის, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის მთავრობას ეკისრება. მთავარია, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.










