ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე ორშაბათამდე მუშაობას არ განაახლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო, რადგან სასახლის 5 თანამშრომელს 12 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაცია, რომ ჩავატაროთ სადეზინფექციო სამუშაოები, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გვაქვს, ეპიდემიოლოგების რჩევით ორშაბათამდე არ იმუშავებს სასახლეც“, – ამბობს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორი დავით შამათავა.
სასახლის 5 თანამშრომელს კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა. თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ავტორი: თეა შონია











