fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პროკურორი: მელიას გათავისუფლებას მოვითხოვდით, თუ გირაოს გადაიხდიდა

19:39 April 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
769
ნახვა

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მედიასთან განმარტება გააკეთა. „ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებია. ისევე როგორც მოსამართლის წინაშე ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია დაცვის მხარეს“, – განაცხადა გულუაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად მოსამართლემ თავისი ინიციატივით, გადასინჯა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვების საკითხი.

„სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ბრალდების მხარემ შეცვალა თავისი პოზიცია პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იყო პატიმრობა, იმისთვის რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება, მის მიმართ გამოყენებული გირაოს გაზრდის თაობაზე. 25 თებერვალს ბრალდების მხარემ საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს, თუ ისინი თანახმა იქნებოდნენ შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. ჩვენ ეს შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში.

25 თებერვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან, დღეს გამართულ სასამართლო პროცესამდე, დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა გაერკვია რეალურად ბრალდების მხარის შემოთავაზება და გარკვეულწილად ეწარმოებინა დაცვის მხარეს, ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.

თეგები: ნიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

July 8, 2021
783
საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

May 27, 2021
779
მთავარი ამბავი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

May 25, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია