fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მიმართავს

12:22 May 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება და პარლამენტს მიმართავს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასამართლოს მართავს გავლენიანი ჯგუფი – „კლანი“, რომლის მმართველობითი ძალაუფლება ემყარება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მხარდაჭერას და მოსამართლეთა მიერ თვითმმართველობის ფორმალურად განხორციელებას;

დღეისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი მოსამართლეთა კონფერენციის, ხოლო 5 წევრი საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთან, არჩევნების ჩვეულ სტილში, არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით ჩატარებით, მოსალოდნელია მხოლოდ კლანური როტაცია იუსტიციის საბჭოში – საბჭოს წევრების ჩანაცვლება კლანისთვის მისაღები სხვა მოსამართლე წევრებით;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეაჩეროს სასამართლო სისტემის ახალი კადრებით დაკომპლექტება სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის მიზნით, თუმცა კონფერენცია უფლებამოსილებას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება მოქმედ მოსამართლეთა ნახევარზე მეტის დასწრება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მოუწოდებს:

საქართველოს მოსამართლეებს – გააკეთონ ღირსეული პროფესიული არჩევანი და არსებული ვითარების გათვალისწინებით, გამოიყენონ კონფერენციაზე არდასწრების უფლება;

პარლამენტის წევრებს – დაუყოვნებლივ და ფართო ჩართულობით დაიწყოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პრობლემების დასაძლევად რეალური საკანონმდებლო მუშაობა, პრობლემების შეფასება და მათი გადაჭრის რეალური გზების დასახვა.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფიპარლამენტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

December 2, 2021
1.3k
საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა – პარლამენტმა კანონპროექტები დაამტკიცა

December 1, 2021
803
პოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

December 1, 2021
799

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია