პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე. მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.










