დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასტრაზენეკას შემდგომ პარტიას ივნისის შუა რიცხვებში მივიღებთ, ხოლო სინოფარმს ივნისის მეორე ნახევარში.
„ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში „კოვაქსის“ საშუალებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ შემდგომ პარტიას. ეს იქნება 43 ათასი დოზა. იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩინურ მხარესთან ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ მიღებასთან დაკავშირებით და წინასწარ თარიღებად განსაზღვრულია ივნისის მეორე ნახევარი”, – ამბობს გამყრელიძე.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, „საერთაშორისო წითელი ჯვარი გვაჩუქებს 100 ათას დოზა „სინოფარმს“, თუმცა აქ თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ეს ზაფხულში განხორციელდება”.











