„ვაქცინაციასთან მიმართებით, მეტი აქტივობაა ახალგაზრდა ჯგუფებში, ხანდაზმულებში ნაკლებად“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ხანდაზმულებთან მიმართებით მიზანმიმართული აქტივობები ხორციელდება.
„ხანდაზმულთა სახლებსა და თავშესაფრებში ვაქცინაცია აქტიურია და ეს დაწესებულებები თითქმის სრულად მოვიცავით. ასევე დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.











