კასპის სოფელ გოსტიბეში 60 წელს გადაცილებული ქალი გაუჩინარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანული ოდიშვილი-მიგრიაული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის მოსაძებნად გუშინ, შუადღისას გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
როგორც “პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ქალის სამძებრო სამუშაოები.











