fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

10:30 August 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ“,- ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ლაშა თვაურმა საჩუქრები გადასცა ხუთ მაშველს: გიორგი სახეიშვილს, ზურიკო ჩხარტიშვილს, გიორგი ველიჯანაშვილს, ირაკლი გოგუაძეს და ია ოქროპირიძეს, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოქალაქეთა სიცოცხლე გადაარჩინეს.

“თითოეული მათგანი ბოლო ორი თვეა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დამსვენებელთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე, შავ ზღვაში, 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში – შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დასვენებისას დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები:
– ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;
– არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს;
– არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე;
– დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში;
– კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

თეგები: მეხანძრე-მაშველისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

December 30, 2021
766
საზოგადოება

თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

December 18, 2021
761
მთავარი ამბავი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ესტუმრნენ

November 20, 2021
842

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია