„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შექმნის წინაპირობები არ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,
როგორც ელისაშვილი ამბობს, ვადამდელი არჩევნების საკითხის მიმართ გულგრილია.
“ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეალურ მექანიზმს და პერსპექტივას ვერ ვხედავ.
ერთადერთი რეალური მექანიზმი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი იყო, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ისე უგუნურად მოიქცა, რომ ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევის საშუალება მისცა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი მაშინ მოაწერა, წყალმა და მეწყერმა რომ ჩაიარა. მის ხელმოწერას ფასი აღარ აქვს. შესაბამისად, ვერ ვხედავ რეალურ მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება მმართველ პარტიას ვადამდელი არჩევნები დაანიშნინო. ამიტომ ვარ საკითხის მიმართ გულგრილი. ამის გამო თავს მესხმიან, რადგან საკუთარი უმწეობის აღიარება არ უნდათ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











