fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ელისაშვილი: სააკაშვილმა ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო

19:56 November 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.6k
ნახვა

მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანული არ ჰქონია და არაფერზე გულწრფელი ბოდიში არ მოუხდია. მან ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო, რადგან სინანული ღირსებაა. არაფერი ჰქონდა სანანებელი, მაგრამ რაღაცებს დავით აღმაშენებელი ნანობდა, ვინც რეალურად ქართული სახელმწიფო შექმნა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რაც ჩაიდინა, შეცდომებს და გადაცდომებს უწოდებს.

„იმედში“ რომ შევარდა, დალეწეს და დაამტვრიეს, ჟურნალისტებს რომ სცემეს და გაქცეულებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, ეს შეცდომაა? ვალერი გელაშვილს ჯერ ქონება რომ წაართვეს და სპეცრაზმელებმა დღისით-მზისით რომ სცემეს, ეს შეცდომა და გადაცდომაა? მას შესაძლებლობა ჰქონდა, სინანული გამოევლინა და ამით თავის თავს ავნო პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც. მიხეილ სააკაშვილს პუტინი ებრძვის თუ კიმ ჩენ ინი, არ ვიცი, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ რომ ამბობ, სინამდვილეში გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და მოიგონესო, ახალგაზრდა ბიჭს მისი პრეზიდენტობის დროს წამებაში სული ამოხადეს და ამ დანაშაულს მთელი სახელმწიფო ხელს აფარებდა, სტრასბურგმა კი, გაოგნებული ვარ, როგორ ორგანიზებულად აყალბებდით საქმესო, ამის შემდეგ ამბობ გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო? როგორ შეიძლება, ირინა ენუქიძის ხსოვნას ბოდიში ახლა მაინც არ მოუხადოს? რაც შეეხება 7 ნოემბერს, მისი განცხადება იმ ოპერიდან არის, რომ ახალაიებს არ იცნობს, ორჯერ შეხვდა, დღეს გავიგეთ, რომ თურმე, ვანო მერაბიშვილი წარმართავდა ყველაფერს და თავად ტელევიზორიდან უყურებდა. ამის ვის სჯერა? თავის პირით აქვს მოყოლილი, როგორ რეკავდა, ევროვიზიაზე ჩვენს მომღერლებს ვის რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა. ის არ იცოდა, 7 ნოემბერს მთელი დღე თარეში რომ იყო? ჯარი რომ გამოიყვანეს ეს არ იცოდა და მერაბიშვილის ბრალი იყო? ხელის შეწმენდად სცადა. სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თეგები: ალეკო ელისაშვილიმიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

December 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია