აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ადვოკატი ირმა ჭკადუა, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრობდა.
„ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც სამართალდამცავი ორგანოები არ სარგებლობენ მაღალი ნდობით და ავტორიტეტით. ეს ბევრი საქმის არასწორად გამოძიებით თუ გამოუძიებლობით არის განპირობებული.
გვაქვს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა, არაერთი გახმაურებული საქმის გაფუჭებით, გამოუძიებლობით თუ საქმის არასწორად წარმართვის. ამიტომ, საზოგადოებას აქვს გარკევული შიშები, რომ ამ საქმეზეც არ მოხდეს რაღაც ისეთი, რამაც შესაძლოა დაზარალებულის ინტერესები დააზიანოს. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ აბსოლუტურად დაუცველი იყო შემთხვევის ადგილი.
მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ოთხი შვილის დედას, რომ წარმოვიდგენ ჩემი სამი ბიჭიდან რომელიმე ასე გავიდეს სახლიდან და ვიღაცამ ისე გაიმეტოს და ისე მომიკლას რა შემთხვევაც მოხდა, მზარავს. მეც ვარ დაინტერესებული, მინდა ვიცოდე რა მოხდა რეალურად. “- განაცხადა ირმა ჩკადუამ.











