ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაღაც თვალსაზრისით თავი ამოწურეს. ადრე თუ გვიან მოხდება ეუთოს რეფორმირება, – ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, უზბეკეთსაც და საქართველოს ერთნაირი დასკვნა დაუწერო არჩევნების მე.
„ის დასკვნა დავუტოვოთ ეუთოს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ხშირად ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს. ესე მახსოვს აბაშიძის დროიდან. მაშინაც ეუთო ასეთ დასკვნას დებდა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაღაც თვალსაზრისით თავი ამოწურეს. ადრე თუ გვიან ეუთოს რეფორმირება მოხდება, არ შეიძლება, რომ უზბეკეთსაც და საქართველოს ერთნაირი დასკვნა დაუწერო არჩევნების მერე“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.











