თუშეთიდან მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები გადმოჰყავთ. ათობით მოქალაქე უკვე გამოყვანილია ტერიტორიიდან, იგეგმება კიდევ 100-მდე პირის გამოყვანა.
შეგახსენებთ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ განვითარდა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.











