„სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, დიდი ხანია ტანდემში ერთიან რეჟიმს წარმოადგენენ. ნოტარიალურ კანტორად არიან გადაქცეულები. 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს მისი სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მას 3 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
“კარგი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.











