ქობულეთში ზღვაში დაკარგულ 20 წლის ბიჭს ეძებენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ბრიგადებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები.
„მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან სამი ადამიანი ბანაობდა, ორი გამოყვანილია, ერთს ვერ პოულობენ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია ქობულეთის და ბათუმის მყვინთავები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











