ლუცკის ცენტრში, სადაც შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა, რამდენიმე აფეთქება მოხდა. დროდადრო ისმის სროლის ხმაც. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ხელყუმბარები, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო, რომელიც ავტობუსიდან შეიარაღებულმა მაქსიმ კრივოშმა ისროლა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.
მამაკაცი აცხადებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.











