უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამსახურების ძალებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცამდე ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს.











