პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი ბავშვიდან ერთ-ერთი თბილისში, კერძოდ ლილოს დასახლებაში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.
12 და 14 წლის არასრულწლოვნები მეზობლები არიან. ისინი დედოფლისწყაროში ცხოვრობენ. ბავშვები სახლიდან გუშინ დაუკითხავად გავიდნენ და სამარშუტო ტაქსით თბილისში გაემგზავრნენ.
ამ წუთებში 12 წლის ბავშვი უკვე მშობლებთან მიჰყავთ. პოლიცია მეორე არასრულწლოვნის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს.










