პოლიციამ 15 წლის ნინო ჯარიაშვილი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი უკვე დედასთანაა.
ჩვენი ინფორმაციით ნინო ჯარიაშვილი პოლიციამ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა.
ცნობისთვის, გოგონა სახლიდან 19 ივლისს გავიდა, ოჯახში მას 4 დღე ეძებდა.











