fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

12:38 December 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.

796
ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 23 კილო და 759 გრამი „ჰეროინი“,  12 127 ტაბლეტი „სუბუტექსი“, ცხრა კგ კოკაინი, 220 გრამი „მდმა“, 347 გრამი „მეტადონი“, ერთი ტონა და 655 კგ კანაფი, ერთი ტონა და 15 კგ „მარიხუანა“, „მდმას“ შემცველი 1 000 ტაბლეტი, 367 კაფსულა/ტაბლეტი „ტრამადოლი“, „მეტადონის“ შემცველი 125 ტაბლეტი, 896 გრამი კანაფის ფისი, 229 გრამი „ალფა პვპ“,  679 კაფსულა „პრეგაბალინი“, 260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“.

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: შსს

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

December 10, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

November 22, 2021
777
საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

November 15, 2021
841

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია