fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„მიუხედავად პანდემიისა, რუსეთი არ წყვეტს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს“ – ლევან იზორია გერმანულ მედიაში

15:14 August 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

გერმანული გამოცემა Bild-ი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყურადღება ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ, აგრესიულ პოლიტიკაზეა გამახვილებული.

Bild-თან საუბრისას, ლევან იზორია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, რუსეთი არ წყვეტს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს. ამას, გამოცემასთან საუბრისას, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორიაც ადასტურებს.

„იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეა მიმართული, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ „სასაზღვრო ნიშნების“, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, – აღნიშნავს იზორია.

როგორც გერმანული პრესა იუწყება, „სისხლიანი ომიდან ორი კვირის შემდეგ, კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა“. Bild-ის შეფასებით, ეს არის ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს.

„დღევანდელ დღეს, 12 წლის წინ, დაიწყო ძლიერი რუსეთის ომი ერთი ციდა საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლამ მხოლოდ ხუთ დღეს გასტანა, რომლის ბედიც (მაშინ მოჩვენებითად პრემიერ-მინისტრის რანგში „პრეზიდენტ“ მედვედევის უკან ამოფარებული) პუტინის არმიამ ადვილად გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოაცხადა კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ესაა ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორის შეფასებით, რუსეთის ФСБ თავის თავზე იღებს ორივე „სახელმწიფოს“ „საზღვრის დაცვის“ საქმის დიდ ნაწილს, თუმცა, საქართველოს მიმართ დღემდე მიმდინარე აგრესიისთვის, რუსეთი ჯერ არ დასჯილა.

„პუტინი ესკალაციას განაგრძობს. საქართველოს მთავრობის შიდა დოკუმენტის („ნონფეიფერი“) მიხედვით, რომელიც „ბილდს“ ხელთ აქვს, კრემლი, საქართველოს წინააღმდეგ, ჰიბრიდულ ომს ინტენსიურად აწარმოებს. იმ დროს, როცა საქართველო და მთელი მსოფლიო ყველაზე მოწყვლადია, რუსეთმა გააფართოვა თავისი ჰიბრიდული არსენალი, აგრესიული მედიის პროპაგანდის ჩათვლით“, – წერია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ კრემლის პროპაგანდა საქართველოს ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს და რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის კამპანია კორონავირუსის პანდემიას მოარგო.

როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია აცხადებს, “ჰიბრიდული ომის წარმოების რუსული ტაქტიკა“, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმართულია „საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, კერძოდ კი „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ წინააღმდეგ, სადაც ტარდება კორონას ტესტები.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ჩვენი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორია, რომ ამ უკანასკნელმა ინფექციის გამომწვევი ვირუსი სამხედრო მიზნებისთვის განავითარა და შესაძლოა, საშიში დაავადებების გავრცელების პროვოცირება მოახდინოს“, – აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლევან იზორია.

„დე ფაქტო რუსეთი ახდენს უფროდაუფრო მეტი ქართული მიწის ანექსიას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, აღნიშნავს საქართველოს ელჩი, რომელმაც გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკვალტერ შტაინმაიერისგან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო აკრედიტაცია. 14 ქართულ სოფელს ეხება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ადგილობრივი მოკავშირეების მიერ წარმოებული ე.წ. „ბორდერიზაცია“. (ამას თან სდევს) საბედისწერო შედეგები. ე. წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო ქართული უწყებები ვეღარ ახერხებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. ამან ახალგორის რაიონში ერთი პაციენტის ტრაგიკულად გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, კი „სამხრეთ ოსეთის არალეგალური „სასაზღვრო ჯარების“ წარმომადგენლებმა ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ დააპატიმრეს. სამწუხაროდ, ქართული მხარის ყოველგვარი მოთხოვნა დაჭრილი პირის გადაცემის შესახებ, უპასუხოდ დარჩა“, – აღნიშნულია სტატიაში.

თეგები: ლევან იზორიაოკუპაცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სუს-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

September 11, 2021
781
მთავარი ამბავი

კარლ ჰარცელი დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთს „სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს

September 5, 2021
795
პოლიტიკა

სრულიად წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში – ზალკალიანი

August 9, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია