fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სრულიად წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში – ზალკალიანი

14:27 August 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

საგარეო უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა, რომელიც 2021 წლის 9 აგვისტოს გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო.

„13 წლის წინ ჩვენ ამ ქვეყანაში ვიხილეთ რუსეთის შეტევა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე და ევროპის კონტინენტზე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ყირიმის ანექსია, მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება სხვა ქვეყნებშიც,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთის ამგვარმა ქმედებებმა და აგრესიამ თავდაყირა დააყენა ევროპული უსაფრთხოების სისტემა და დესტაბილიზაციის კერები შექმნა შავი ზღვის რეგიონში.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მისცა 13 წლის წინანდელ მოვლენებს და იურიდიულად დაადგინა რუსეთის, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე ოკუპაციის შემდგომ პერიოდში,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გამოსვლისას, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად შექმნილ გამოწვევებზე როგორც მთელი საქართველოს, ისე კონკრეტულად აფხაზეთისა და ოსეთის მკვიდრი მოსახლეობისთვის.

„ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეები ვერ ეზიარებიან საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, პირველ ყოვლისა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს ქვეყნის დემოკრატიზაციას, განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ – განმარტა ზალკალიანმა.

მისივე თქმით: „სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.“

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება.

„ჩვენ ახლახანს დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი – შევქმენით სამთავრობო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.  ეს იქნება საერთო ეროვნული პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან არამხოლოდ სახელმწიფო უწყებები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, არამედ ფართო საზოგადოება – კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აკადემიური წრეები, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯგუფები,“ – აღნიშნა ზალკალიანმა.

თეგები: დავით ზალკალიანიოკუპაცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

September 29, 2021
839
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

September 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

September 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია