fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გია გაჩეჩილაძე “ოცნებასთან” კოალიციაში აღარ იქნება

11:14 August 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარის, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში აღარ შევა.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, გაჩეჩილაძე პარტიის  სიის პირველი ნომერი იქნება, ხოლო რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „მწვანეთა პარტია“ მათ რამდენიმე დღეში წარადგენს.

„ჩემი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ჰყავს თავისი პოლიტიკური კომიტეტი.  სიის გარკვეული ბირთვი, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური კომიტეტით დაკომპლექტებული, ეს ხალხი უკვე ათეული წლებია იბრძვის ჩვენი იდეოლოგიის გასატარებლად.

ჩვენ ზეგ გვექნება ყველა ოლქში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა, შემდეგ დანარჩენ კანდიდატებს რეგიონებში ეტაკობრივად წარვადგენთ. პირადად კენჭს ვიყრი ვაკის მაჟორიტარად, რაც ქართული ტელევიზიების გარდა, ყველამ დაინახა.

მე 58 წლიდან ვაკეში ვცხოვრობ, იქ დავიბადე და გავზარდე, იქ არის მთელი ჩემი ოჯახი და სამეგობრო. პარტიის ლიდერი ვარ და პარალელურად, რა თქმა უნდა, სიის პირველი ნომერიც ვიქნები. პირდაპირ მინდა გითხრათ, ვიღაცები, რომლებსაც არჩევნებში ორი კაცის გაყვანის შანსი აქვს, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდეო, ეს არის სუფთა თაღლითობა.

ვფიქრობ, რომ ვაკეში მეორე ტური იქნება. „ქართული ოცნების“ კანდიდატს არავინ იცნობს. ელენე ხოშტარია დისკრედიტირებული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელია და ერთი სუფთა, ჯანმრთელი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი მე ვარ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, რატომ აღარ ითანამშრომლებს „მწვანეთა პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ გაჩეჩილაძე გვპასუხობს:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებელად ვიყაროთ კენჭი. როგორც ხედავთ, “ქართულ ოცნებას“ არავისთან  ურთიერთობის სურვილი არ აქვს, მარტო აპირებენ არსებობას“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120  – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: გია გაჩეჩილაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეს ახალგაზრდები აღდგომა დღესასწაულზე დატოვეს ციხეში და ვახო სანაია ასამართლებს ხალხს – გია გაჩეჩილაძე

April 29, 2021
807
პოლიტიკა

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ „ნაცმოძრაობის“ პროვოცირებული და „ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა – გაჩეჩილაძე

April 10, 2021
832
პოლიტიკა

განსხვავებები არ უნდა გადაიზარდოს ძალადობრივ კონფლიქტში – ელენე ხოშტარია “უცნობის” აქციაზე

April 10, 2021
967

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია