საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა.
ამ დროისთვის ტელევიზიის თანამშრომლები შენობაში იმყოფებიან და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე რამდენიმე საათის წინ ზარი ბომბის არსებობის შესახებ შევიდა. ამის გამო, საქართველოს „პირველი არხის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.











