ქაბულში მდებარე ჩეხეთის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრა განაცხადა.
იაკუბ კულჰანეკის თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
„ჩვენი დიპლომატების საელჩოდან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში დაუყოვნებლივ ევაკუაციის გადაწყვეტილება მივიღე.“ – განაცხადა იაკუბ კულჰანეკმა.
შეგახსენებთ, თალიბები დედაქალაქ ქაბულს უახლოვდებიან, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ თავიანთი საელჩოების თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყეს.











