„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოს უჩივლებს. ამის შესახებ ჩანკვიანმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ მის დედას, რომელსაც კოვიდინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ექთნები უდიერად ეპყრობოდნენ, რასაც უპასუხოდ არ დატოვებს.
„ამ საქმეს ასე არ დავტოვებ იმ ხალხის გამოც, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. რა თქმა უნდა, ინფექციური საავადმყოფოს ვუჩივლებ. მაქვს ფოტო-ვიდეო მტკიცებულება, რომელშიც აღბეჭდილია, როგორ უყვირიან დედას.
ამ ყველაფერს სასამართლოზე წარვადგენ. დედაჩემი სამი დღე რეანიმაციაში მარტო იყო. სამ დღეში რა მოხდა, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ. დილის კვება დღის პირველზე ან 2-ის წუთებზე შედის, წარმოიდგიდგენიათ, იქ რა ხდება?!“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანის დედა კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ვირუსი თაკო ჩარკვიანისგან გაედო.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











