გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მთავარ ფიგურანტებს გური ამირხანაშვილს, DJ კოკო ღიბრაძესა და ვახო ახვლედიანს სავარაუდოდ დღეს, საქალაქო სასამართლოშუ გამოკითხავენ. სამივე მათგანს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
სავარაუდოდ, დღესვე გამოიკითხება გიორგი შაქარაშვილის დედაც, შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა.











