ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.კოვიდ-19-ის 3 შემთხვევიდან, მშობლები და ბებია, 3 თვის კოვიდინფიცირებული ჩვილის ოჯახის წევრები არიან, ხოლო მეოთხე, სოფელ გვიმრიანში მცხოვრები პირია. ის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულის კონტაქტია.
პაციენტები, სამკურნალოდ, თბილისის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები ახალი ინფიცირებულების კონტაქტებს სწავლობენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელ ფონაში, 3 თვის ჩვილის ინფიცირების შესახებ 23 სექტემბერს გახდა ცნობილი. ჩვილი დედამ აჭარიდან ჩაიყვანა. ის, მაღალი ტემპერატურით ადგილობრივ ცხელების ცენტრში მოათავსეს, სადაც, კვლევის შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა.
მცირეწლოვანის ინფიცირების წყაროდ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერი სახელდება. კახეთში, კორონავირუსის უკვე 43 შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











