კახეთში კორონავირუსი სამი თვის ჩვილს დაუდასტურდა. შემთხვევა, დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
ჩვილის ოჯახი, ლაგოდეხში, სტუმრად აჭარიდან ჩავიდა. ექიმების ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ოჯახის წევრებს, ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის უკვე აუღეს და ანალიზის პასუხი, ხვალ გახდება ცნობილი.
ლაგოდეხში კორონავირუსის უკვე 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებიც აჭარას უკავშირდება.
მთლიანად კახეთში, უკვე 39 ინფიცირებული პირია, რომელთაგან 13 ლაგოდეხში, 16 მატანში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 1 ყვარელში დაფიქსირდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











