ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, სტაციონარების მხრივ პრობლემა არ არსებობს, ჯანდაცვის სექტორი სრულ მზადყოფნაშია.
„გავითავისოთ ეს ყველაფერი და დავიცვათ რეგულაციები სრულყოფილად. გავუფრთხილდეთ ქვეყანას და მოსახლეობას. ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა არ შექმნილა, არის მზაობა, არის სტაციონარები. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ მაღალი მატება არ იყოს“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
გთავაზობთ კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილებას რეგიონების მიხედვით:
აჭარა – 416; თბილისი – 72; იმერეთი – 44; სამეგრელო – 23; ქვემო-ქართლი – 10; გურია – 8; სამცხე-ჯავახეთი – 3; კახეთი- 1; შიდა-ქართლი – 1
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375, ასევე გარდაიცვალა 4 ადამიანი. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 54-ს შეადგენს.










