თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პიკმა გადაიარა, თუმცა ინფიცირების მსგავსი რაოდენობა პატარა ქვეყნისთვის მაინც ბევრია.
მისი თქმით, აუცილებელია, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს და მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას.
„თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, ვაქცინაციის ტემპი უფრო არ მოიმატებს და რეგულაციებს სათანადოდ არ დავიცავთ, არის საშიშროება და მოსაზრება, რომ, შეიძლება, მეხუთე ტალღაც იყოს. ვფიქრობ, თანდათან, ვაქცინირებულები წამოგვეწევიან და იმედი მაქვს, რომ მეხუთე ტალღა ისეთი მძიმე არ იქნება, როგორიც – მეოთხე“, – ამბობს მარინა ენდელაძე.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 54 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6,61%-ია.











