დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის პასუხად აცხადებს, რომ მასთან სატელეფონო საუბარი საერთოდ არ ახსენდება.
“მე სატელეფონო საუბარი მგონი საერთოდ არ მქონია, არ მახსენდება საერთო მქონოდა სატელეფონო საუბარი, არ ვიცი თუ ვერ ვიხსენებ რაღაცას და ვცდები. ერთმანეთს შევხვდით რამდენიმე შეხვედრაზე, რომელსაც სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, ეს იყო მეოთხე ტალღის პროექტის განხილვა თუ არ მეშლება. […] ძალიან იშვიათად გვქონდა მე და მას ურთიერთობა, ზუსტად იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენელი იყო და მე პოლიტიკოსი, ამიტომ მაქსიმალურად თავს ვიკავებდები და თვითონ უფრო ცდილობდა აქტიურ კომუნიკაციას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
.
ჯანეზაშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში, ჩუგოშვილი პირადად რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით და სთხოვა გაჩუმებულიყო.
მისი თქმით, ჩუგოშვილი ამბობდა, რომ არ მოსწონდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “ხმაური”. ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუბრის დროს დეპუტატმა უთხრა, რომ იმ ხალხის კრიტიკა, ვინც საბჭოს წევრად აირჩია უხერხული იყო.











