გუშინ სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოსამართლემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ მოსამართლის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა მაია სვიანაძემ დღეს უკვე მუშაობა დაიწყო აშშ-ში, რაც მთავარია, ფეისბუქი გაააქტიურა, ოქტომბრის მერე ერთი სტატუსიც არ დაუდია და ბოლო საათებში 9 რაღაც დადო. მოსამართლის თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს“, – წერს ჯანეზაშვილი.












