დღეს ბათუმში პარტია „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პატრტიული სიის ათეული წარუდგინა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარად ნინო ბურჯანაძემ მოქმედი დეპუტატი გია ცინცქილაძე დაასახელა. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, „ერთიანი საქართველო” საკმაოდ დიდი წარმომადგენლიბით შევა ადგილობრივ და აღმასრულებელ საკანონმშებლო ორგანოში.
„წინა არჩევნებზე ხელისუფლებამ აჭარაში გაგვიყალბა ხმები. ჩვენ აჭარაში ყოველთვის გვყავდა მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა და წელს თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანი საქართველო“ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით შევა ადგილობრივ და აღმასრულებელ საკანონმდებლო ორგანოში”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











