„ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, პარლამენტი ვერაფერს ცვლის. არ გადამრიოთ ახლა, ქუთაისის მერად დავასახელო თავი თუ ჭიათურის?! თბილისის მერი უნდა იყოს ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის. არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, ვიღაცას ვაყვირო ე.წ. პრორუსული?! “ქართული ოცნება” რომ ბოდავს „ბურჯანაძემ თავისი შვილი დაასახელა მერადო” , რეებს ბოდავთ?! მართლა ვერ გავიგე!
მხარს ვუჭერ ოპოზიციის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან. ამ შემთხვევაში გახარია ცოტა რთული მომენტია, გახარიას არ დაუმტკიცებია, რომ ნამდვილად ოპოზიციაშია. გასაგებად უნდა თქვას, რა უნდა. რომ იძახის “ბიძინასნაირი ბევრი მოგვცეს ღმერთმა ყველგანო” გაუგებარია. გახარიას პარტია, რაც მეტს აიღებს მით უკეთესია, ის “ქართულ ოცნებას” წაართმევს ხმებს“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.











