„თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ“,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხაადა.
როგროც პრეზიდენტი აღნიშნავს, მას მნიშვნელოვან შტატებში გამარჯვება უკვე მოპოვებული აქვს.
„თუ დაითვლით კანონიერ ხმას, მე მარტივად ვიმარჯვებ. თუ დაითვლით არალეგალურ ხმებს, მათ შეეძლებათ არჩევნები მოგვპარონ. მე უკვე გადამწყვეტად გავიმარჯვე ბევრ მნივნელოვან შტატში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ.
აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე.











