ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
“სტრატეგია” აღმაშენებელი “ქართულ ოცნებასთან” დებატებზე თანახმაა, თუმცა, როგორც სერგო ჩიხლაძე ამბობს, ისინი დებატებზე მხოლოდ “ოცნების” წამყვანს სახეებთან დაჯდებიან.
„რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ვითხოვდით პრემიერ-მინისტრთან და სხვა წევრებთან დებატებს, თუმცა, მაშინ არ შედგა პრემიერ-მინისტრთან დებატები. დებატებს არ გავურბივართ, პირიქით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების” წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა. უპრიანი იქნება ან თავმჯდომარესთან ან იგივე გახარიასთან”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ოპონენტებთან არჩევნებზე არსებული დარღვევების შესახებ დებატებისთვის მზადაა.











