დღეს იგეგმება ახალი პლატფორმის “მესამე ძალის”პრეზენტაცია, რომელიც გააერთიანებს როგორც “სტრატეგია აღმაშენებელს”, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ცალკეულ ინდივიდებს – მათ შორის იქნება გრიგოლ ვაშაძეც.
პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ 21:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება კანდიდატების წარდგენას, დედაქალაქის მასშტაბით მაჟორიტარებისა და თბილისის მერის კანდიდატურას “მესამე ძალა” პირველ სექტემბერს წარადგენს.











