ძალა ერთობაშია მე საბურთალოზე კონკურენტს არ ჩამიყენებს – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა კვირის პრესკლუბში საუბრისას განაცხადა.
პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიური გაერთიანება ძალა ერთობაშია მას საბურთალოზე მაჟორიტარობის კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს. ამის შესახებ მან კვირის პრესკლუბში ისაუბრა.
როგორც ჩარკვიანი ამბობს, ძალა ერთობაშიას ინტერესებში არ შედის, რომ დასავლური ვექტორის თამარ ჩარკვიანს კონკურენტი დაუყენონ.
„ძალა ერთობაშია, ეს არის დასავლური ვექტორი, სადაც მუდმივად ვართ და ვართ. როცა ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაცხადა, რომ მხოლოდ ორი მანდატი და ჩვენ აღარ ვიღებთ მეტსო, ორი და დასრულდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიცია მე კანდიდატს არ დამიყენებს, არა იმიტომ, რომ კოლეგიალობაა, არამედ მათ ინტერესშიც არ შედის.
მე არასოდეს არავის მარიონეტად არ ვზივარ. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვტილება. ახალი ვარ პოლიტიკაში და რატომ არ არის ყველაფრის თქმა საჭირო? ვისთვის უნდა მეკითხა აზრი? ჩემი ქვეყნისთვის აგურის დადება მოვინდომე და ვის უნდა ვკითხო ეს? ბოკერიას, ბურჯანაძეს თუ ბესელიას?“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
დაგაინტერესებთ: ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა – გიგა ბოკერია
Posted by მედიაჰოლდინგი "კვირა" on სამშაბათი, 23 ივნისი, 2020











