დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. როგორც იგი ამბობს, ის ხვალიდან პარლამენტში აღარ მივა და ამერიკის საელჩოსთან აქციებს გამართავს.
მისი თქმით, ეს იქნება აქცია „წართმეული თავისუფლების დასაბრუნებლად“.
ემზარ კვიციანის მოთხოვნაა, რომ დაუბრუნდეს მას და კიდევ სხვა ადამიანებს წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონება. იგი ასევე ითხოვს, რომ არჩევნებში ხმის მიცემა სავალდებულო გახდეს.
„ორი დამნაშავე გამოაშვებინეს ზეწოლით და უდანაშაულო ადამიანებს რას გვერჩიან. ამიტომ მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით – დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება.
კონსტიტუციაში ახლა ცვლილებები შედის. მოვითხოვ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და არჩევნები გახდეს სავალდებულო. ეს არა რის ჩემი ახირება. ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. ეს იმისთვის, რომ არ გაყალბდეს არჩევნები“,- აღნიშნა ემზარ კვიციანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დეპუტატმა ამერიკის საელჩოსთან აქციები პირველად „პრაიმტაიმთან“ დააანონსა.










