„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია. მოხარული ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, სამწუხარია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ამ მისიას თავი ვერ გაართვა.
„ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











