fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბოდიში უნდა მოიხადოს მმართველმა პარტიამ, რადგან ეს იყო მათ მიერ ჩატარებული არჩევნები – ISFED-ის დირექტორი ირაკლი კობახიძეს პასუხობს 

14:29 December 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი, ელენე ნიჟარაძე უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ნიჟარაძე ამბობს, ბოდიში „ქართულ ოცნებას“ აქვს მოსახდელი, რადგან ასეთი არჩევნები ჩაატარა.

„ბოდიში უნდა მოიხადოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ეს იყო მათ მიერ ჩატარებული არჩევნები. რეალურად ამან გამოიწვია სწორედ პოლიტიკური კრიზისი და არა „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებმა, სადაც ძალიან მცირე ხარვეზზეა საუბარი, რომელმაც ასევე პროცენტის ძალიან მცირე სხვაობა გამოიწვია“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

რაც შეეხეა იმ საკითხს, რომ ორგანიზაციამ დარღვევების შესახებ ნოემბერში იცოდა, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ მათ საზოგადოების ინფორმირებისთვის საკუთარი სტრატეგია აქვთ.

„​ჩვენ არაფერს ვმალავდით. უბრალოდ, გვქონდა ჩვენი სტრატეგია, როგორ მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე ვმუშაობდით. უნდა მოგვემზადებინა ანგარიში, ჩაგვეტარებინა პრესკონფერენცია, კონფერენცია მედიისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დონეზე ჩაატარა სრულიად სამარცხვინო მოლაპარაკებები ელჩების თანდასწრებით, რომლებსაც არასწორ ინფორმაციას აწვდიდა, თან ამბობს, რომ ვიცოდით, არასწორი იყოო და ამას იყენებდნენ მოლაპარაკებების პროცესში. არ მინდა მძიმედ შევაფასო, მაგრამ რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაკეთილსინდისიერი საქციელია“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო უბნების ჩამონათვალს, ორმელსაც ირაკლი კობახიძე ითხოვს, ელენე  ნიჟარაძე პასუხობს, რომ აღნიშნული ოქმები მათ შეუძლიათ, მოიძიონ ცესკო-ს ვებგვერდზე და გამოითხოვონ ცესკო-დან. მისივე თქმით, ეს არის ოფიციალური ოქმები და „სამართლიან არჩევნებს“ ცალკე დამატებითი ოქმები არ აქვს.

მისივე განამარტებით ახლა მმართველი გუნდი ცდილობს „ცესკოს“ ხარვეზები „სამართლიან არჩევნებს“ დააბრალოს.

ნახეთ დეტალურად ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები:  ISFED-მა წარმოადგინოს საარჩევნო უბნები, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას – ირაკლი კობახიძე 

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა – ირაკლი კობახიძე

მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აგვერიდებინა – ირაკლი კობახიძე

თეგები: 2020 წლის არჩევნებიISFED

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

June 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

May 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

May 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია