fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ელჩებთან შეხვედრა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ეხებოდა – მამუკა ხაზარაძე

19:08 December 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
827
ნახვა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის,  მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  ელჩებთან გამართულ შეხევდრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

„შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ჩვენ ვისაუბრეთ „ლელოს” გეგმებზე, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს” პოზიცია არის მყარი, „ლელოს” პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს პოზიცია ძალიან ცხადად და მყარად დავაფიქსირეთ.

მინდა გითხრათ, რომ ელჩები არიან მყისიერად ინფორმირებული, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არამარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული.

ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო” გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება.

კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს ყველა მცდელობა, რომ შემოგვასაღონ, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო, რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით.

მათ იციან, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენ გვაქვს მკვეთრი პოზიცია, რატომ არ შევდივართ პარლამენტში. არ დავუშვებთ “შემოგვასაღონ” ის განცხადებები, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ ხელში გვიჭირავს სერიოზული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ხმები გაყალბებულია,”- განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

თეგები: მამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

November 24, 2021
779
პოლიტიკა

მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს – მამუკა ხაზარაძე 

November 11, 2021
884
მთავარი ამბავი

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა

October 31, 2021
875

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია