მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა. ამის შესახებ მან რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ სკამი მდომებოდეს ან რამეს გავქცეულიყავი. ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ვტოვებ პარლამენტს, რომ გავაგრძელო თქვენთან ერთად ქუჩაში ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“,- განცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.









