გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა. ცეცხლი „მერსედესის” მარკის ავტომობილს ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ გაუჩნდა.
ადგილზე მომუშავეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები.
ავტომობილის მძღოლს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “პრაიმტაიმნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო. ერთი პირი მსუბუქად დაშავდა.
(ფოტო ზოგადი)











