„ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მით უმეტეს ასეთ ამრევებთან, აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვიანტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“,- ამის შესახებ პარტია ” მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ალისაშვილმა განაცხადა.
„ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ თვითონ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, მითუმეტეს, არც გიგა ბოკერიას. ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციაში კონსულტაციები გავმართოთ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს. კონკრეტულად ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ პოზიციაა, რომ შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნები, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ და გვაინტერესებს სხვების მზაობა ამასთან დაკავშირებით. თუ თვითმმართველობაზე ჯამური ხმებით ჩვენ ვაჯობებთ „ქართულ ოცნებას“, ეს იყოს პლებისციტი. ეს არის ძალიან კარგი იდეა და ამ იდეასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.











